Monday, May 27, 2024

მედიაწიგნიერება

გეგმა

რა არის მედიაწიგნიერება?

მედიაწიგნიერება არის ცოდნის, უნარების და დამოკიდებულების ერთობლიობა მედიაპრო დუქტებთან მიმართებაში, რაც გულისხმობს:

 თანამედროვე მედიატექნოლოგიებზე წვდომას და მედიაპროდუქტების ეფექტურად გამოყენების ცოდნას; 

მედიის წყაროებიდან ძირითადი, მკაფიო შეტყობინებების აღქმის უნარს, რომ შეძლო ანალიტიკური კითხვების დასმა ამ შეტყობინებებთან დაკავშირებით;

მედიაგზავნილის დეკოდირებას, მათზე კრიტიკულად და დამოუკიდებლად დაფიქრებისათვის;

ინფორმირებულ და დასაბუთებულ მსჯელობას მედიაგზავნილის კონკრეტული მიზნების მნიშვნელობის ან სარგებლიანობის შესახებ;

მედიაგზავნილის შექმნას კონკრეტული მიზნებისათვის, სხვადასხვა მედიაფორმატის გამოყენებას;

გააზრებას, თუ რა გავლენას ახდენს პირადი გამოცდილება და ღირებულებები მედიაგზავნილის წარმოებასა და რეაქციაზე; პასუხისმგებლობას ინფორმაციის შექმნასა და გავრცელებაზე.

მედიაწიგნიერების მთავარი მისია უწყვეტი განათლების ხელშეწყობაა. მისი სწავლება ხელს უწყობს განსჯისა და კრიტიკული აზროვნების ინტელექტუალური უნარების განვითარებას და ეხმარება სწავლის ჩარჩოს აგებაში, ის საფუძველს უყრის ადამიანის მუდმივ კარიერულ ზრდასა და ინფორმირებული მოქალაქის ჩამოყალიბებას. მედიაწიგნიერება უწყვეტი განათლების კომპონენტი და ხელშემწყობია. მედიაწიგნიერების კომპეტენცია აფართოებს სწავლას ფორმალური სასწავლო გარემოს ფარგლებს მიღმა და აყალიბებს ისეთ გამოცდილებას, რომელიც აუცილებელია თვითმართული ძიებისთვის ცხოვრების ყველა სფეროში. მედიაწიგნიერება ზრდის ჩვენს კომპეტენციას ინფორმაციის შეფასების მართვისა და გამოყენების თვალსაზრისით.

კლუბის გვერდი სოციალურ სივრცეში 

ჩვენი კულტურა გუშინ, დღეს და ხვალ


 











No comments:

Post a Comment