Monday, March 30, 2026
Wednesday, March 25, 2026
Tuesday, March 24, 2026
ჩვენ ინფორმაციის ეპოქაში ვცხოვრობთ, 21-ე საუკუნეში თითოეული ჩვენგანი გამუდმებით იღებს უზარმაზარი მოცულობის ინფორმაციას. ციფრული ტექნოლოგიების განვითარება თითოეულ ადამიანს, ერთდროულად მედიაპროდუქტების მომხმარებლად და მწარმოებლად (შემქმნელად) აქცევს.
სამყარო ის ქსოვილია, რომელსაც ჩვენ ყოველდღე ვაქსოვთ დიდი მოცულობით ინფორმაციას... დღეს ამგვარი ჩააქსოვის ტემპები და მასშტაბები კიდევ უფრო არნახულად გაიზარდა- ინტერნეტის საშუალებით ყოველ ადამიანს შეუძლია ამ პროცესში მონაწილეობის მიღება- პასუხისმგებლობითა
თუ
უპასუხისმგებლოდ,
ბოროტებითა
თუ
სიყვარულით.
ყველას
შეუძლია
ამბის
თხრობა
და
შესაბამისად,
სამყაროს
შეცვლა.
ამ
აზრით,
სამყარო
სიტყვებისგანაა
შექმნილი“.
ოლგა ტოკარჩუკი - პოლონელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურიატი ხაზგასმით აღნიშნავს მედიაპროდუქტების შექმნასა და გავრცელებაში მომხმარებლის პასუხისმგებლობებს.
მედიაწიგნიერების განსაზღვრება
ბოლოდროინდელი განმარტებით, რომელიც მედიაწიგნიერების ექსპერტს ეკუთვნის, მედიაწიგნიერება მოიცავს ისეთ შესაძლებლობებს, როგორიცაა აღქმა, თანამშრომლობა, რეფლექსია და სოციალური მოქმედება.
ადამიანებს, რომლებიც ცოდნასა და უნარებს შემდეგ სფეროში ამჟღავნებენ, აქვთ ის, რასაც მედიაწიგნიერებას ვუწოდებთ.
- წვდომა
- აღქმა
- ინფორმირებულობა
- ანალიზი
- შეფასება
- შექმნა
- რეფლექსია
- მონაწილეობა
- თანამედროვე მედიატექნოლოგიებზე წვდომას და მედიაპროდუქტების ეფექტურად გამოყენების ცოდნას;
- მედიის წყაროებიდან ძირითადი, მკაფიო შეტყობინებების აღქმის უნარს, რომ შეუძლია ანალიტიკური კითხვების დასმა ამ შეტყობინებებთან დაკავშირებით.
- მედიაგზავნილის დეკოდირებას, მათზე კრიტიკულად და დამოუკიდებლად დაფიქსირებისთვის.
- ინფორმირებულ და დასბუთებულ მსჯელობას მედიაგზავნილის კონკრეტული მიზნების მნიშვნელობის ან სარგებლობის შესახებ.
- მედიაგზავნილის შექმნას კონკრეტული მიზნებისთვის, სხვადასხვა მედიაფორმატის გამოყენებით.
- გააზრებას თუ რა გავლენას ახდენს პირადი გამოცდილება და ღირებულებების მედიაგზავნილის წარმოებასა და რეაქციაზე.
- პასუხისმგებლობას ინფორმაციის შექმნასა და გავრცელებაზე.