Wednesday, February 12, 2020

"ჩვენი დროის გმირი - ჟიული შარტავა"

ჟიული შარტავას ღონისძიებისადმი მიძღვნილი მზადების პროცესში ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გაკვეთილზე სანდრო მამედოვმა მოამზადა ბუკლეთი "ჩვენი დროის გმირი - ჟიული შარტავა"







Monday, February 10, 2020

📍ქ. თბილისის N62 საჯარო სკოლას აფხაზეთის ომში დაღუპული გმირის ჟიული შარტავას სახელი მიენიჭება!
თბილისის 62-ე საჯარო სკოლისთვის ჟიული შარტავას სახელის მინიჭების შესახებ თანხმობის გაცემის საკითხებზე განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომაზე ვიმსჯელეთ.

🙌“სკოლისთის გმირის სახელის მინიჭება ნიშნავს აღზარდო მომავალი თაობა წარსულის ღირებულებითა და მომავლის რწმენით, სწორედ ამიტომ ჩვენ განსაკუთრებული ყურადღებითა და პასუხისმგებლობით განვიხილავთ სკოლებისთვის სახელის მინიჭების შესახებ თანხმობის გაცემის საკითხს!“ _ ამბობს თამარ ტალიაშვილი.
📣კენჭისყრის შედეგად, საკრებულოს ყველა წევრმა თანხმობა განაცხადა სკოლის დირექტორის, ელენე შაბურიშვილისა და სასკოლო საზოგადოების ინიციატივის დაკმაყოფილებაზე.
🔔 ჩვენი სკოლა გილოცავთ, ულოცავს ყველა გულშემატკივარსა და პატრიოტს წინ გადადგმულ ისტორიულ ნაბიჯს. თითოეულ მასწავლებელს, მოსწავლეს, მშობელს, დირექციას, მთელ სკოლას, გისურვებთ ღირსეულად გვეტარებინოს პირველი ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას, უკვდავი სახელი.