მშობელთა შეთანხმება

 https://forms.gle/yUwgBXVwhMbhxzWh7 

პატივცემულო მშობლებო,

როგორც იცით, თქვენი შვილის მიერ სასკოლო აქტივობების შესრულებისას,  მასწავლებლებს აქვთ კარგი შესაძლებლობა გადაიღონ მოსწავლეთა მუშაობის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა.   გთხოვთ ნებართვას, რომ თქვენი შვილისთვის, როგორც საკლასო ასევე ონლაინ გაკვეთილის, საკლუბო აქტივობის და სხვადასხვა ღონისძიებების დროს გადაღებული ფოტო და ვიდეო გამოყენებული იქნას თანამშრომლებისთვის განკუთვნილ სამუშაო სივრცეში. კერძოდ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროექტ „ახალი სკოლის მოდელის“ 2020 წლის შემაჯამებელ ფორუმზე. ასევე, კოლეგებს შორის გამოცდილების გასაზიარებლად, ანგარიშებში და სხვადასხვა ღონისძიებებისას (მაგალითად კონფერენციების, პრეზენტაციების და სხვა, როგორც ციფრულ თუ არაციფრულ გარემოში).

სკოლამ ან მასწავლებელმა შესაძლოა გამოიყენოს ფოტო ან ვიდეო მასალა საჯაროდ, საგანმანათლებლო პროცესების წარმოსაჩენად. ეს შესაძლოა იყოს სკოლისა და მასწავლებლის სოციალური მედია არხი, ვებგვერდი, ბროშურა და სხვა. ნებისმიერი პუბლიკაციის შემდეგ, მშობელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს მისი შვილის ფოტოს  ან/და ვიდეოს საჯარო პოსტიდან ამოშლა.

ზემოხსენებულზეთანხმობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოაწეროთ ხელი თანხმობის ფორმას:

თანახმა ვარ, რომ (სკოლის დასახლება) დირექციას ან/და მასწავლებლებს ჰქონდეთ უფლება გამოიყენონ ჩემი შვილის  ფოტოები ან/და ვიდეო მასალა კოლეგებისთვის განკუთვნილ სამუშაო სივრცეში და გამოცდილების გასაზიარებლად ციფრულ და არაციფრულ გარემოში გამოსაქვეყნებლად. ასევე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროექტ „ახალი სკოლის მოდელის“ 2020 წლის შემაჯამებელ ფორუმზე 

No comments:

Post a Comment