Tuesday, May 31, 2022

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე 1950 წლიდან მრავალ ქვეყნაში აღინიშნება და წარმოადგენს იმის შეხსენებას, რომ სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს თითოეული ბავშვის კეთილდღეობა, რაც გულისხმობს მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ხელმისაწვდომი განათლებისა და ცხოვრების სათანადო პირობებით სარგებლობის უფლებათა განხორციელებას. აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით 133-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაციები რათა მათი ცნობიერება უფრო ამაღლებულიყო.

მოსწავლეთა ნამუშევრები

Tuesday, May 24, 2022

მე-3 კლასი

 მე-3 კლასის მოსწავლეებთან დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მოეწყო ტექსტის აკრეფაში შეჯიბრი, ტექსტის დასრულების შემდეგ უნდა მომხდარიყო ჩანაწერების გაფორმება, გეომეტრიული ფიგურების გამოყენებთი დახატეს საქართველოს დროშა და ბოლოს მოახდინეს ნამუშევრების კლასისთვის წარდგენა.










მე-4 კლასი

მე-4 კლასის მოსწავლეებმა კომპიუტერული ტექნოლოგიების გაკვეთილზე მოამზადეს პრეზენტაცია 26 მაისთან დაკავშირებით. ისაურეს დამოუკიდებლობის დღის მნიშვნელობაზე. განვმარტეთ სიტყვა "დამოუკიდებლობა". მოხდა ნამუშევრების პრეზენტაცია. 










Friday, May 20, 2022

რა არის ონლაინ უსაფრთხოება?


ონლაინ უსაფრთხოება ეს არის იმის ცოდნა და გაცნობიერება, თუ რა საფრთხეები შეიძლება მოჰყვეს ონლაინ აქტივობას და როგორ გავუმკლავდეთ მათ. მოსწავლეებმა მუშაობის პროცესში გამოიყენეს კიბერცნობიერების ტერმინოლოგიის ლექსიკონი სადაც ყურადრება გამახვილებული იყო 
განსაკუთრებულად ნიშანდობლივი და საფრთხისშემცველი ცნებების განმარტებებზე. მოამზადეს პრეზენტაცია, რომლის განხილვაც საგაკვეთილო პროცესში მოხდა. დასასრულს განმარტეს, რომ აღნიშნული აქტოვობით ძალიან ბევრი სიახლე გაიგეს რაც ცხოვრების ყველა ეტაპზე გამოადგებათ.

მოსწავლეთა ნამუშევრები