Monday, February 10, 2020

📍ქ. თბილისის N62 საჯარო სკოლას აფხაზეთის ომში დაღუპული გმირის ჟიული შარტავას სახელი მიენიჭება!
თბილისის 62-ე საჯარო სკოლისთვის ჟიული შარტავას სახელის მინიჭების შესახებ თანხმობის გაცემის საკითხებზე განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომაზე ვიმსჯელეთ.

🙌“სკოლისთის გმირის სახელის მინიჭება ნიშნავს აღზარდო მომავალი თაობა წარსულის ღირებულებითა და მომავლის რწმენით, სწორედ ამიტომ ჩვენ განსაკუთრებული ყურადღებითა და პასუხისმგებლობით განვიხილავთ სკოლებისთვის სახელის მინიჭების შესახებ თანხმობის გაცემის საკითხს!“ _ ამბობს თამარ ტალიაშვილი.
📣კენჭისყრის შედეგად, საკრებულოს ყველა წევრმა თანხმობა განაცხადა სკოლის დირექტორის, ელენე შაბურიშვილისა და სასკოლო საზოგადოების ინიციატივის დაკმაყოფილებაზე.
🔔 ჩვენი სკოლა გილოცავთ, ულოცავს ყველა გულშემატკივარსა და პატრიოტს წინ გადადგმულ ისტორიულ ნაბიჯს. თითოეულ მასწავლებელს, მოსწავლეს, მშობელს, დირექციას, მთელ სკოლას, გისურვებთ ღირსეულად გვეტარებინოს პირველი ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას, უკვდავი სახელი.




No comments:

Post a Comment